Accentnews.ge
ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

29/01/2023 14:45:18 მსოფლიო

ჩეხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი სლოვაკ კოლეგა ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ჩასვლასა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს, – იუწყება სლოვაკური მედია.

მისი ცნობით, პაველი 29 იანვარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს და შესთავაზებს მას ჩაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ჩასვლას.

ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში არმიის გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა გაიმარჯვა.

ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და ნატო–ს სამხედრო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მილიარდერი ექს-პრემიერი ანდრეი ბაბიში დაამარცხა.

პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ პაველს გამარჯვება მიულოცა მას შემდეგ, რაც საარჩევნო ოლქების 88% იქნა დათვლილი და პაველმა — ხმების დაახლოებით 57%, ბაბიშმა კი 43% მიიღო.

პეტრ პაველი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის დახმარებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S