„ეჭვიანობის სცენა, არადიპლომატიური ენა“: სომხეთში მოსკოვის კრიტიკას უპასუხეს

27-01-2023 20:39:18 კავკასია

სომხეთის პარლამენტის წევრი ვიგენ ხაჩატრიანი, რომელიც წარმოადგენს სახელისუფლებო ფრაქციას, დარწმუნებულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დასავლეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კრიტიკული ფორმულირებებით „სხვა არაფერია, თუ არა ეჭვიანობის სცენა“.

"ეს ტექსტი უფრო ეჭვიანობის სცენაა, ვიდრე რაიმე სახის შინაარსი", - თქვა ხაჩატრიანმა.

ბრიუსელის გადაწყვეტილებას, შექმნას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთის სასაზღვრო რაიონებში, მკვეთრად გამოეხმაურა მოსკოვი და განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს შეუძლიათ "მხოლოდ გეოპოლიტიკური დაპირისპირება მოაწყონ რეგიონში და გააძლიერონ არსებული წინააღმდეგობები".

„ევროკავშირის მცდელობებმა, ნებისმიერ ფასად მოიკიდონ ფეხი სომხეთში, განდევნოს რუსეთის შუამავლობის ძალისხმევა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს სომხების და აზერბაიჯანელების ფუნდამენტურ ინტერესებს რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისკენ დაბრუნების სწრაფვაში“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

მოსკოვი ირწმუნება, რომ რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში და რუსი მესაზღვრეები, რომლებიც სომხეთის საზღვრებზე მსახურობენ, რჩებიან რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარ ფაქტორად.

სომხეთის პარლამენტის წევრი სახელისუფლებლო პარტიიდან მიიჩნევს, რომ რუსული მხარე უბრალოდ ცდილობს გაამართლოს თავისი უმოქმედობა, – იუწყება რადიო Azatutyun.

„რუსეთს და ОДКБ–საქვთ ყველა შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მისია. მათ დიდი ხნის წინ შეეძლოთ, რაიმე მაინც გაეკეთებინათ, მაგრამ არაფერი გააკეთეს. მათ რომ შეესრულებინათ თავიანთი ვალდებულებები, ასეთი პრობლემა საერთოდ არ წარმოიქმნებოდა“, - განაცხადა ხაჩატრიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი უპასუხებს ევროკავშირის დამკვირვებლების ქცევას ადგილზე სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით“.

ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ „ОДКБ–ს მისიის მიმართულებით მუშაობის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის გარეშე ამჯობინა სომხეთმა არჩევანის ევროკავშირის სასარგებლოდ გაკეთება “.

„ზოგადად, არ არის სწორი, რომ ისინი ცდილობენ შეაფასონ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მიმაჩნია, რომ ეს არადიპლომატიური ენაა“, - განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის კრიტიკისთვის ჯერ არ პასუხია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები