კიბრი: "პრეზიდენტს სურს უკრაინაში ჩასვლა“
27/01/2023 15:30:48 მსოფლიო
აშშ–ია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს უკრაინაში ჩასვლა, მაგრამ როგორც თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი აცხადებს, "ახლა ის მომენტი არ არის".
“პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შესაბამის დროს ენდომება ამის გაკეთება. მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის”, - უთხრა კირბიმ CNN-ს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს თავის უკრაინელ კოლეგასთან – “საკმაოდ ხშირად” საუბრობენ.
“ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინა შეიარაღებით მოვამარაგოთ”, - დასძინა კირბიმ.


