ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები განსაზღვრეს

27-01-2023 16:43:09 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა დადგენილება მიიღო „საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონების განსაზღვრის შესახებ“. გადაწყვეტილება „სამხედრო და ტერიტორიული საფრთხისგან დაცვის მიზნითაა“ მიღებული. დოკუმენტს დე ფაქტო მთავრობის მეთაურმა ალექსანდ ანქვაბმა მოაწერა ხელი.

საჰაერო სივრცის აკრძალული ზონები წესდება: „ადმინისტრაციული კონპექლების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე“.

ამ ადგილებში იკრძალება საჰაერო სივრცის გამოყენება, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. გამონაკლისებს შორისაა ფრენები სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ან „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიული ამოცანების“ შესასრულებლად.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ აკრძალა დრონების ფრენა სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზეც. დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს. როგორც გაირკვა, პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი „Базовый элемент“, რომელიც ის რუსი ბიზნესმენის ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია. თავად დერიპასკა 2018 წლიდან არის აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, აღიარებს რა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები