Accentnews.ge
WSJ უკრაინა–რუსეთს შორის მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის როლზე წერს

WSJ უკრაინა–რუსეთს შორის მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის როლზე წერს

27/01/2023 11:50:44 მსოფლიო

თითქმის ერთი წლის წინ, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ცდილობდა, დახმარებოდა უკრაინაში ომის შეჩერებას, დასავლეთში საკუთარი რეპუტაციის და 15 მილიარდი დოლარის ქონების გადარჩენას. თუმცა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა და ახლა მისი როლი მცირდება „მარცვლეულის გარიგების“ თუ ტყვეების გაცვლის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში,– წერს Wall Street Journal რუსი ოლიგარქისადმი მიძღვნილ სტატიაში.

როგორც უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს გამოცემას, აღარ მოელიან, რომ აბრამოვიჩი მთავარ როლს შეასრულებს, როგორც შუამავალი, მეომარ ქვეყნებს შორის დიალოგში. მეტიც, მის მოტივებს ეჭვქვეშ აყენებენ დასავლელები, აღიქვამენ რა სანქციების მოხსნის მცდელობად.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სიფრხილით ეკიდებიან აბრამოვიჩს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თავს იკავებენ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ევროკავშირის გზას მისდიონ მისთვის სანქციების დაწესების საკითხში, როგორც ამას უკრაინელები მოითხოვენ.

კიევმა არც ისე დიდი ხნის წინ დაამატა აბრამოვიჩი სანქციების სიაში, მაგრამ სანქციების მოქმედება შეჩერებულია მანამ, სანამ სამხედრო ტყვეები არ დაბრუნდებიან.

გამოცემის წყაროების მონათხრობი მიხედვით, აბრამოვიჩი რჩება მისაღებ შუამავლად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის, უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის. ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან აბრამოვიჩი პირადად შეხვდა პუტინს და რამდენჯერმე ესაუბრა მას ტელეფონით. ბიზნესმენი კიევის პოზიციას პუტინს აწვდის, შემდეგ კი კრემლის თვალსაზრისს უკრაინულ მხარეს გადასცემს, – წერს The Wall Street Journal. ის ასევე მონაწილეობს პატიმრების მცირე გაცვლაში რამდენიმე კვირაში ერთხელ.

როგორც გამოცემას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განუცხადა, აბრამოვიჩმა „შეიძლება, როლი შეასრულოს, თუ რაიმე საკითხში ჩარევის აუცილებლობაა“, მაგრამ ეს არ არის შუამავლის როლი, რომელიც მან ითამაშა მოლაპარაკების პროცესის პირველი რაუნდში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ სანქციები დაუწესეს რუს მილიარდერებს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს. მისი აქტივები გაიყინა. ის სანქციების მოხსნას ითხოვს. ამასთან, აბრამოვიჩი აშშ-ის სანქციების სიაში არ მოხვდა. როგორც მედია წერდა, უკრაინამ თეთრ სახლს სთხოვა, არ დაეწესებინა მასზე სანქციები მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი არაოფიციალური შუამავალი გახდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთში ომის დაწყებიდან მალევე გამართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S