რუსეთის ვნუკოვოს აეროპორტში სპეცდანიშნულების რაზმის ვერტმფრენი ჩამოვარდა
27/01/2023 11:46:23 მსოფლიო
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში, ვნუკოვოს აეროპორტში ვერტმფრენი „მი-8“ მძიმედ დაეშვა.
მედიას სასწრაფო დახმარების ჯგუფის წევრებმა განუცხადეს, რომ არიან დაშავებულები, თუმცა დეტალები უცნობია. თავად ვერტმფრენის დაზიანების ხარისხის შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება.
РБК–ს ცნობით, ვერტმფრენი ეკუთვნის სპეციალურ დანაყოფ "როსიას" და ის ახორციელებს სახელმწიფოს პირველი პირების ტრანსპორტირებას.


