Accentnews.ge
ბრიტანელი ფსიქიატრი: "მიხეილ სააკაშვილს აქვს დემენცია"

ბრიტანელი ფსიქიატრი: "მიხეილ სააკაშვილს აქვს დემენცია"

27/01/2023 10:11:08 საზოგადოება

ბრიტანელმა ფსიქიატრმა კორნელიუს კატონამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით იკითხება, თქვა, რომ კვლევების შედეგად საკმაოდ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა.

მისი თთქმით, სააკაშვილს აქვს დემენცია:

„კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ასევე ენის მხრივ და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მე განვსაზღვრე რამდენიმე მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეიროკოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება, იყოს მისი შიმშილობა და კვების სწრაფი აღდგენა, ანუ „რეფიდინგი“, ნაწილობრივი ასფიქსია და ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპატიის გამო და მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა, ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები“.

მან ასევე არასათანადო მკურნალობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ის იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს ფსიქოთერაპიული პროფილის, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებს და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ მისცემია, რის გამოც, რჩებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება. ამასთან, ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და დებულება არის სრულ თანხვედრაში ექიმი გოდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია არ უნდა იყვნენ ციხეში. მე ვეთანხმები დოქტორ ლახანს და დოქტორ გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს”.

სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვებზე, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე და ქრონიკული ავადმყოფი და პატიმრობაში შემდგომი ყოფნა უარყოფითად იმოქმედებს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფსიქიატრმა დადებითად უპასუხა:

„პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესიული სიმპტომები დამძიმდება, ასევე მას აქვს საკმაოდ მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომლის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია და თუ მიზეზი არ იქნა აღმოჩენილი და შესაბამისი მკურნალობა არ დაინიშნა, მისი კოგნიტური დარღვევების სიმძიმე პროგრესულად გაღრმავდება“.

ამასთან, ადვოკატის კითხვის პასუხად ფსიქიატრმა აღნიშნა, რომ ვიდეომეთვალყურეობის პირობებში ფსიქოთერაპიული მკურნალობას საწინააღმდეგო ეფექტი ექნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S