
სენაკის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი განახლებული - საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზა შეემატა
27/01/2023 07:16:41 რეგიონები, რეკლამა
ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების შემდეგ, პირველად განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის დასრულების შედეგად, კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეძლებს.
საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად გაეცნო.
პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საოდიშარიოს უბნის გზის რეაბილიტაცია; მუნიციპალური აიპების - ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების რებილიტაციის პროცესი; მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები - ქალაქად, ორ ლოკაციაზე; დამცავი ჯებირები ეწყობა ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელ გზაზე; ქალაქად, ცერცვაძის ქუჩის მეორე ჩიხში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები", - ნათქვამია ინფორმაციაში.