იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს
27/01/2023 06:38:40 მსოფლიო
იაპონიამ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, - იუწყება CNN.
იაპონიამ აკრძალა ძირითადი სტრატეგიული საქონლის ექსპორტი და გაყინა ათობით ადამიანის აქტივები.
სანქციები მიმართულია რუსი პოლიტიკოსების, სამხედროების, ბიზნესმენებისა და კომპანიების წინააღმდეგ. ამასთან, სანქცირებულ პირებს შორისაა 14 პრორუსი, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიის მცდელობასთან.
3 თებერვლიდან, ტოკიო 49 რუსულ საწარმოში აკრძალავს იმ საქონლის ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსკოვის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მოიცავს ნახევარგამტარულ აღჭურვილობასა და კომპონენტებს, რობოტებს, გენერატორებს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ვაქცინებს.


