Accentnews.ge
აშშ–მა თურქეთი გააფრთხილა – მედია

აშშ–მა თურქეთი გააფრთხილა – მედია

27/01/2023 06:14:39 მსოფლიო

ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს ანკარაზე, რათა რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავების ფრენა აუკრძალოს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.

თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დეკემბერში აშშ - ის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს თურქული მხარე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების აუცილებლობის შესახებ.

The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ანკარას ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა თეა როზმან კენდლერმა გააცნო. იგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს გასული წლის ბოლოს ეწვია. სამინისტრომ გაზეთს დეტალები არ გაუზიარა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ის უცხოურ ავიაკომპანიებთან მუშაობდა შეერთებული შტატების მიერ რუსული, ბელარუსული და ირანული თვითმფრინავებისთვის დაწესებული შეზღუდვების შესრულების მონიტორინგის კუთხით.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გასული წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთის ავიაკომპანიებმა ამერიკული ბოინგის თვითმფრინავით თურქეთის მიმართულებით ორი ათასზე მეტი რეისი შეასრულეს.

ამერიკულმა Boeing Corporation-მა რუსეთში თვითმფრინავების მომსახურება შარშან მარტის დასაწყისში შეწყვიტა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა Airbus-მა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S