Accentnews.ge
პუტინის გერმანელი მეგობარი იხსენებს კრემლის ლიდერთან ომის დროს საუბრებს

პუტინის გერმანელი მეგობარი იხსენებს კრემლის ლიდერთან ომის დროს საუბრებს

26/01/2023 13:43:05 ევროპა

კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა გერმანელმა ბიზნესმენმა, ამჟამად უფუნქციო გაზსადენ Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მათიას ვარნიგმა Die Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მის შეხვედრებზე რუსეთის პრეზიდენტთან მოსკოვში.

ვარნიგი გერმანიის ერთადერთი მოქალაქეა, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა რუსეთთან და უშუალოდ პუტინთან კავშირების გამო.

ვარნიგის თქმით, ის ცდილობდა, დაერწმუნებინა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ. ასევე ჰკითხა პუტინს, რა იყო ე.წ. სპეცოპერაციის რეალური მიზნები.

"თქვენ ლაპარაკობთ დონეცკზე და ლუგანსკზე, მაგრამ ამავდროულად თქვენს ჯარებს სურთ კიევის აღება. როგორაა ეს ერთმანეთთან თანხვედრაში? გინდათ ოდესა თუ ხარკოვი თუ მთელი უკრაინა? ან კიდევ უფრო მეტი?" - ვარნიგის მტკიცებით, მან ასეთი კითხვა დაუსვა პუტინს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა“.

როგორც ვარნიგი ირწმუნება, მან პუტინს სხვა საუბარში უთხრა, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებდა.

ვარნიგმა, რომელმაც მაისში დატოვა „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭო გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრედერთან ერთად საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ, განაცხადა, რომ მან უარი თქვა პუტინის შეთავაზებაზე მოსკოვში გადასვლის თაობაზე.

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად შეხვდა ვარნიგს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ვარნიგი ამბობს, რომ ის ახლა "ტოქსიკურია" გერმანიაში და არავის სურს მასთან საქმის დაჭერა.

ვარნიგი პუტინს ჯერ კიდევ 1980-იან წლებიდან ხვდებოდა, როდესაც რუსეთის მომავალი პრეზიდენტი დრეზდენში კგბ-ს ოფიცრად მუშაობდა. გერმანელ ბიზნესმენს ვლადიმირ პუტინის მეგობარს უწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S