Accentnews.ge
ჩავუშოღუ ამბობს, რომ „აზრი არ აქვს“ შვედეთთან და ფინეთთან ნატოს თემაზე სამმხრივ შეხვედრას

ჩავუშოღუ ამბობს, რომ „აზრი არ აქვს“ შვედეთთან და ფინეთთან ნატოს თემაზე სამმხრივ შეხვედრას

26/01/2023 13:13:23 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 26 იანვარს განაცხადა, რომ სტოკჰოლმში გამართული თურქეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შემდეგ „აზრი არ აქვს“ ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადების განსახილველად შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას.

ჩავუშოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის წევრობის ცალკე შეფასების წინადადება არ არსებობს.

25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას სტოკჰოლმში გაიმართა საპროტესტო აქციები. შეხვედრა თებერვალში უნდა შემდგარიყო.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S