"მოსამსახურე": „პუტინის პოვარი“ და ტერორისტი გირკინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
26/01/2023 12:22:29 მსოფლიო
არაფორმალური სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის „საჯარო სფეროში არ უნდა დაუშვან“, – განაცხადა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ტერორისტმა იგორ გირკინმა (იგივე სტრელკოვი) НСН–თან ინტერვიუში.
მან პრიგოჟინს, რომელსაც „პუტინის პოვრად“ მოიხსენიებენ, „კრიმინალური წარსულის მქონე და მსახური“ უწოდა და დიასკუსია შესთავაზა.
სტრელკოვმა დასძინა, რომ ის "ძალიან მკაფიოდ და ხისტად" ყოფს ხალხს, „რომლებიც ფრონტზე იბრძვიან და მათ, ვინც მათი სახელით საუბრობს".
”მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს [თავდაცვის მინისტრ სერგეი] შოიგუს და [გენშტაბის უფროსის ვალერი] გერასიმოვის მიმართ, მაგრამ ეს არ ვრცელდება მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე, მათ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. იგივე შეიძლება ითქვას „ვაგნერზე“- თქვა მან.
მან კვლავ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის უწყების მოქმედება.
საპასუხოდ პრიგოჟინმა ფრონტზე მიიწვია გირკინი "პოზიციის სისწორის შესამოწმებლად და მისი საბრძოლო გამოცდილების გამოსაყენებლად":
„რა თქმა უნდა, ვერავინ შესთავაზებს მას მაღალ თანამდებობას, ამისთვის მისი შესაძლებლობების ჩვენებაა საჭირო“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გირკინის ტყვედ აყვანისთვის 100 000 დოლარი დააწესა ჯილდოდ. ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ სტრელკოვს 2014 წელს დონეცკის რეგიონში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


