
საქსტატი – სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 %–ით გაიზარდა
31/10/2019 07:23:09 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2 % შეადგინა, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 %–ით განისაზღვრა.
საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0 %–ს შეადგენს.
2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების, სფეროებში ასევე დამამუშავებელ მრეწველობაში.
ამასთან, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.