Accentnews.ge
GDI: პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო

GDI: პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო

26/01/2023 10:49:19 სამართალი

თბილისის პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო,– იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI). საქმე ეხება 2021 წლის სექტემბრის მოვლენებს, როდესაც ინტერნეტში გამოჩნდა ფაილები, რომლებიც სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ უკანონო მიყურადებაზე მიუთითებდა. გავრცელებული მასალა შეიცავს ათასობით დოკუმენტს. მათ შორის, მოცემულია ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბრის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საგამოძიებო ორგანოს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მიმართა, ხოლო პროკურატურისგან ნიკა გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება 2023 წლის 10 იანვარს მოითხოვა.

GDI–ს ცნობით, საქმეზე პროკურატურის მიერ 2021 წლის 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება. გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელებას ფაქტზე მიმდინარეობს.

"დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ.

ნიკა გვარამიას ინტერესებს უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს“, - აღნიშნულია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.

საქმის რამდენიმე ფიგურანტმა მიიღო დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებულებს მიმართული აქვთ ევროპის სასამართლოსთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S