
ბრიტანული დაზვერვა: „რუსეთის მიერ ბელარუსში გაწვრთნილი ძალების საბრძოლო ეფექტურობა შეზღუდული იქნება“
26/01/2023 07:59:51 ევროპა
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ დაასრულა ბელარუსში 1-ელი გვარდიის სატანკო არმიის მე-2 მოტორიზებული დივიზიის წვრთნა, რომელმაც ომის დასაწყისში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.
წვრთნები 2022 წლის შემოდგომიდან ტარდებოდა.
„პერსონალის უმეტესობა დაბრუნდა რუსეთში, რის შემდეგაც ისინი მაღალი ალბათობით, ჩაერთვებიან უკრაინაში ოპერაციებში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ახლა დივიზია ძირითადად მობილიზებული პერსონალისგან შედგება, რომლებიც მართავენ საწყობებიდან აღებულ ძველ აღჭურვილობას.
”მისი საბრძოლო შესაძლებლობები სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება, მიუხედავად რამდენიმეკვირიანი სწავლებისა”, - ნათქვამია მიმოხილვაში.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ "არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სხვა რუსული დანაყოფები გადაინაცვლონ ბელარუსში მსგავსი წვრთნებისთვის და რომ რუსეთი გააგრძელებს ამ მოდელის გამოყენებას ქვედანაყოფების აღსადგენად უკრაინაში საკუთარი ძალების მხარდასაჭერად“.
მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ შეაფასა რუსეთის განზრახვა არმიის გაფართოების შესახებ. მისი დაკვირვებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ხედავს წინა პერიოდს შეიარაღებული კონფლიქტის სავარაუდო რისკებით, მაგრამ ჯარების ასეთი გაფართოების ორგანიზება ადვილი არ იქნება.