ესპანეთში ორ ეკლესიაზე მოხდა თავდასხმა: დაიღუპა მღვდელი, არიან დაშავებულები
26/01/2023 07:34:58 მსოფლიო
ესპანეთში, ალგესირასის სამლოცველოსა და ტაძარში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მღვდელი გარდაიცვალა, დაშავდა ოთხი ადამიანი.
პროკურორი მიიჩნევს, რომ მომხდარი ისლამისტური მოტივით ჩადენილი ტერორისტული აქტია.
თავდამსხმელი ცნობილია როგორც მაროკოელი იასინ კანია. არსებული ცნობებით, ის დაახლოებით 18:30 საათზე შევიდა სან ისიდროს სამლოცველოში, დაიწყო კამათი მრევლთან და განაცხადა, რომ მათ უნდა მიეღოთ ისლამი. შემდეგ დატოვა ტერიტორია, თუმცა დაახლოებით ერთ საათში მაჩეტეთი დაბრუნდა და მღვდელი დაჭრა.შემდეგ თავდამსხმელმა გადაინაცვლა სამლოცველოსთან მდებარე ტაძარში, სადაც მსახურება სრულდებოდა და დარბევა დაიწყო. მღვდელი ცდილობდა მის შეკავებას და სთხოვდა, დაეტოვებინა ტაძარი. თავდამსხმელმა ის სასიკვდილოდ დაჭრა და გაქცევა სცადა, მაგრამ მალევე დააკავეს.
ცნობილია, რომ მომხდარის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაავდა.
პოლიცია იძიებს, მოქმედებდა თუ არა თავდამსხმელი დამოუკიდებლად.


