Accentnews.ge
აშშ-ის ახალი ელჩი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის ახალი ელჩი მოსკოვში ჩავიდა

26/01/2023 07:17:00 მსოფლიო

შეერთებული შტატების ახალი ელჩი ლინ ტრეისი მოსკოვში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ელჩო ტრეისი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“, - აღნიშნულია საელჩოს შეტყობინებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა და რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა ლინ ტრეისიმ 24 იანვარს ვაშინგტონში გამართეს შეხვედრა.

იმავე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლინ ტრეისთან გაგრძელდება მოლაპარაკებები, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების პრობლემურ ასპექტებზე.

რიაბკოვის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ პრობლემურ საკითხებზე საერთო ენის გამონახვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე ლინ ტრეისის კანდიდატურა 2022 წლის სექტემბერში წარადგინა მას შემდეგ, არც უფლებამოსილება ამოეწურა ელჩს, ჯონ სალივანს. სენატმა ტრეისის დანიშვნას მხარი დეკემბერში დაუჭირა.

ლინ ტრეისი 2019 წლის იანვრიდან იყო აშშ-ის ელჩი სომხეთში. მანამდე, სხვადასხვა დროს, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობდა თურქმენეთში, ყაზახეთში, პაკისტანსა და ავღანეთში. 2001-2002 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტში კოორდინაციას უწევდა საქართველოს საკითხებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S