
პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა
31/10/2019 06:20:19 სხვა, მსოფლიო
პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღემატება. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
ქალაქ კარაჩიდან ქალაქ რავალპინდში მიმავალ მატარებელს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მგზავრებს საუზმის მომზადებისას გადასატანი გაზქურა აუფეთქდათ. მგზავრთა ნაწილი ძლიერი სისწრაფით მოძრავი მატარებლის ფანჯრებიდან გადახტომის შედეგად დაიღუპა.