Accentnews.ge
ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის F-16–ების გადაცემის მოწოდებით გამოდიან

ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის F-16–ების გადაცემის მოწოდებით გამოდიან

26/01/2023 06:38:59 მსოფლიო

ამერიკელი სენატორები - ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაითჰაუსი აშშ-სა და მოკავშირეებს მოუწოდებენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ქვეყნისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებით გაზარდონ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, მოუწოდებენ, უკრაინაში გაგზავნონ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, როგორიცაა ATACMS და გამანადგურებელი თვითმფრინავები, როგორიცაა F-16 და MiG-29.

სენატორები აცხადებენ, რომ ეს იარაღი და აღჭურვილობა უკრაინას დაეხმარება, წინ აღუდგეს რუსეთის მომავალ თავდასხმებს და განახორციელოს შეტევა როგორც აღმოსავლეთში, ისე სამხრეთში.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ რეალურად ცნობილია, თუ რა ტიპის თვითმფრინავებს მიიღებს უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამასთან, კომპანია, რომელიც ამერიკულ F-16 გამანადგურებლებს აწარმოებს, მზად არის, მიაწოდოს თვითმფრინავები ევროპის ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემენ.

მანამდე სლოვაკეთში განაცხადეს, რომ განიხილავენ უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხს, რომელსაც გასული წლის შემოდგომიდან აღარ იყენებს ქვეყანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S