რუსული ბიზნესი მასიურად უჩივის გადახდისუნარიანობის ვარდნას – კვლევა
25/01/2023 18:56:17 მსოფლიო
მაშინ, როცა როსსტატი იუწყება რუსეთში სიღარიბის შემცირების და ხელფასების ზრდის შესახებ რუსული ბიზნესი მასიურად უჩივის მომხმარებელთა საფულეებში ფულის ნაკლებობას: რუსული კომპანიების 50%-მა მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირება დაასახელა ძირითად ფაქტორად, რამაც გავლენა მოახდინა მათ მუშაობაზე 2022 წელს, – ეს აჩვენა PSB-ის, „ოპროსი როსიი“–ს და Magram Market Research–ის მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოკითხვამ.
გამოკითხულთა 38% უჩიოდა „გარე ეკონომიკური აქტივობის სირთულეებს“ მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა მსხვილი სახელმწიფო ბანკი დაექვემდებარა სანქციებს და დაკარგა წვდომა დოლარსა და ევროში ანგარიშსწორებაზე.
კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე ბიზნესი (23%) შეეჯახა „მნიშვნელოვანი კლიენტებისა და კონტრაქტების დაკარგვას“. თითქმის იგივე რაოდენობა (24%) ასახელებს გაცვლითი კურსების „ცვალებადობას“, როგორც ზეწოლის ფაქტორს, რომელიც ომის პირველ კვირებში რეკორდულ მაჩვენებლებზე იყო, შემდეგ კი პირიქით, დაეცა ყველაზე დაბალ დონემდე 2015 წლის შემდეგ.
„გამოკითხულ ბიზნესმენთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ასევე აღნიშნა მაღალი გადასახადები და მიმწოდებლების არასანდოობა“, მაგრამ მთავარ პრობლემად გადახდისუნარიანობის კლება დასახელდა, – ამბობენ PSB-ის ანალიტიკოსები.


