
პენტაგონმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო განასაჯაროვა (ვიდეო)
31/10/2019 04:40:26 სხვა, მსოფლიო
პენტაგონმა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული ოპერაციის ვიდეო განასაჯაროვა.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა, სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა, რომლის დროს მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი წევრი – ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი.
გენერალის თქმით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი:
„ის შეძვრა საიდუმლო გვირაბში ორ პატარა ბავშვთან ერთად და თავი აიფეთქა".
ამასთან, პენტაგონში განაცხადეს, რომ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია ნეშტის დე-ენ-ემის ანალიზმაც დაადასტურა. ალ-ბაღდადის ცხედარი ზღვაში დაკრძალეს, მისი სიკვდილიდან 24 საათის განმავლობაში.