ეგვიპტის პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

25-01-2023 15:58:58 კავკასია

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი უახლოეს დღეებში ერევანს ეწვევა.

ვიზიტის შესახებ ცნობა სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, ეგვიპტის პრეზიდენტი თავის სომეხ კოლეგას შეხვდება.

რეგიონული ტურის ფარგლებში ეგვიპტის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია. ამჟამად ინდოეთში იმყოფება. ის ასევე ეწვევა აზერბაიჯანს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები