Accentnews.ge
რუს სამხედროებს აშინებთ ახალი T-14–ების გამოყენება – ბრიტანული დაზვერვა

რუს სამხედროებს აშინებთ ახალი T-14–ების გამოყენება – ბრიტანული დაზვერვა

25/01/2023 09:12:29 მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უახლესი რუსული T-14 Armata ტანკების მცირე პარტია უკვე მომზადებულია ფრონტზე გამოსაყენებლად, მაგრამ სამხედროები ყოყმანობენ, ეჭვობენ რა მათი ტექნიკური მდგომარეობის გამო.

„არ არის ცნობილი, კონკრეტულად რამ გამოიწვია ასეთი რეაქცია, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ აღნიშნეს T-14-ის ძრავასთან და თერმოგრაფიკულ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები. 2021 წელს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 2022 წლისთვის დაგეგმილი წარმოება „ექსპერიმენტულ“ პარტიად აღწერა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე T-14-მა დააკმაყოფილოს ახალი შეიარაღების სტანდარტები, რომლებიც ჩაითვლება გამოსაყენებლად სრულად მზად“,– ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის უახლეს ანგარიშში.

ბრიტანულმა დაზვერვამ უკვე მიუძღვნა ერთ-ერთი ბოლო მიმოხილვა ხსენებულ ტანკებს, რომელშიც აღნიშნეს, რომ თუ რუსეთის სარდლობა მაინც გადაისვრის მათ ფრონტზე, ეს, პირველ რიგში, პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნება, რადგან ამ ტანკების გამოყენება საფრთხეს უქმნის თავად რუსული არმიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S