Accentnews.ge
სომხეთში საქართველოს ელჩად თსუ-ს ყოფილი რექტორი დაინიშნა

სომხეთში საქართველოს ელჩად თსუ-ს ყოფილი რექტორი დაინიშნა

25/01/2023 08:02:43 პოლიტიკა

სომხეთში საქართველოს ელჩად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე დაინიშნა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

"მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა", - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფომრაციაში.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბერს მიმართა. გიორგი შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.

შარვაშიძის შემცვლელად თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 27 დეკემბერს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ჯაბა სამუშია აირჩია. მას ამ არჩევნებში კონკურენტი არ ჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S