
თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები გადადო
25/01/2023 06:24:58 მსოფლიო
თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი განუსაზღვრელი ვადით გადადო, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ანკარას თხოვნით გადაიდო.
თურქეთის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომ შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა ბოლო დროს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტოკჰოლმში გამართული ანტითურქული საპროტესტო აქციის დროს თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვეს ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს მომხდართან დაკავშირებით.