Accentnews.ge
სტოლტენბერგმა ერდოღანის პოზიცია გააკრიტიკა

სტოლტენბერგმა ერდოღანის პოზიცია გააკრიტიკა

24/01/2023 12:36:49 მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოზიცია, რომელმაც განაცხადა, რომ შვედეთს არ უნდა ჰქონდეს ანკარას მხარდაჭერის იმედი ალიანსში გაწევრიანებისას.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გამოხატვისა და აზრის თავისუფლება არის ღირებულება როგორც შვედეთისთვის, ასევე ნატოს სხვა ქვეყნებისთვისაც ”და ამიტომ, ეს არასათანადო ქმედებები ავტომატურად არ არის უკანონო”, - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა და გამოვიდა შეხსენებით, რომ შვედეთის მთავრობამ დაგმო ქმედება ”ძალიან მკაფიო სიტყვებით”.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. ერდოღანის პოზიციას წინ უძღოდა სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს მახლობლად გამართული აქცია, რომლის ორგანიზებული იყო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის რასმუს პალუდანის მიერ. ღონისძიების მიზნად თურქეთში შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლა იყო გამოცხადებული. აქციის მსვლელობისას პალუდანმა ცეცხლი წაუკიდა ყურანს. თურქეთმა ოფიციალურად დაგმო ეს ქმედება და გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ანკარაში და ასევე დაადანაშაულა სტოკჰოლმი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ადრინდელი შეთანხმებების დარღვევაში. პოლ იონსონი ანაკარში ვიზიტის დროს გეგმავდა, კიდევ ერთხელ ეცადა, დაერწმუნებინა თურქეთი, მოეხსნა დაბრკოლება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ცამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს მის ყველა გამოვლინებას. პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თანაგრძნობა გამოხატა სტოკჰოლმში მომხდარით განაწყენებული ყველა მუსლიმის მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S