Accentnews.ge
წალენჯიხის მერი მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამას აანონსებს

წალენჯიხის მერი მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამას აანონსებს

24/01/2023 11:10:26 რეგიონები, საზოგადოება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას აანონსებს.

„ძალიან ხშირად, მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, ბავშვს ყოველდღიურად დაუფინანსოს ის 3, 4 ლარი, რომელიც სკოლის პერიოდში ყოფნის დროს, კვებისთვის აუცილებლად სჭირდება, ანუ ბაღში შეჩვეული ორგანიზმი [ბაღში კვება უფასოა – რედ.], სკოლაში უკვე გარანტირებული კვების გარეშე რჩება. რაც ბუნებრივია შეფარეხებს მის როგორც გონებრივ, ისე ძვლოვან, ხრტილოვან განვითარებას, მის ზრდის პროცესს",– თქვა ხარჩილავამ და განაგრძო, "ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც უპრეცენდენტოა საქართველოს მასშტაბით”.

მისი თქმით, პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს: განცხადება, პირველკლასელის დაბადების მოწმობა, ცნობა სკოლიდან.

ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებას შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შესაძენად.

კვების დღიური თანხა შეადგენს საშუალოდ 4 ლარს.

ბარათს გააჩნია შეზღუდვები, კერძოდ, ბანკომატიდან თანხის გამოტანის და ონლაინ–გამოყენების ფუნქციის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S