Accentnews.ge
"ფეხზე საერთოდ ვერ დგება!“: მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა

"ფეხზე საერთოდ ვერ დგება!“: მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა

24/01/2023 10:44:07 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა „ვივამედში“ დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა. კლინიკის დატოვების შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს უამბო შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ძალიან ცუდადაა, საერთოდ ფეხზე ვერ დგება!“,– უთხრა მან ჟურნალისტებს.

დამაზუსტებელ კითხვაზე ალასანიამ უპასუხა:

„კონკრეტულად ეს იმაში გამოიხატება, რომ საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს, ვერაფერს აკეთებს. ოპერაციამდე შხამების გამოყვანა სჭირდება, არავითარი ოპერაცია!".

სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S