CNN: აშშ-მა და ისრაელმა ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
24/01/2023 05:53:33 მსოფლიო
აშშ-მა და ისრაელმა ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "მასშტაბური ერთობლივი წვრთნა არის მკაფიო გზავნილი ირანისთვის და ხაზს უსვამს აშშ-ისა და ისრაელის კავშირის სიმტკიცეს".
სწავლებაში, სახელად Juniper Oak, 100 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, ავიამზიდ „ჯორჯ ბუშის“ საბრძოლო ჯგუფი და ისრაელის 42 თვითმფრინავი მონაწილეობს. პენტაგონის ცნობით, წვრთნაში მონაწილეობს 6500-მდე ამერიკელი და 1100-მდე ისრაელელი სამხედრო.


