Accentnews.ge
ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

24/01/2023 05:36:08 რეგიონები, რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"23 იანვარს, დასახლებების საერთო კრებები ლელოვანისა და სამყურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:

ლელოვანი - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

ამხერი - სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

სამყური - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

ღორძე - სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია;

კახარეთი - შიდა გზის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა;

2023 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება. საკონსულტაციო შეხვედრები 23 იანვრიდან- 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S