
გერმანიამ პოლონეთში Patriot–ების გადატანა დაიწყო
23/01/2023 17:39:01 ევროპა
ორშაბათს, 23 იანვარს გერმანიამ პოლონეთში გაგზავნა Patriot–ის სამი საზენიტო– სარაკეტო სისტემებიდან პირველი ორი, რომლებიც განლაგდება უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონურ სოფელ პრჟევოდოვში სარაკეტო ინციდენტის საპასუხოდ,– იტყობინება Reuters.
Patriot გაიგზავნება პოლონეთის ქალაქ ზამოსკში – უკრაინის საზღვართან, სადაც განთავსდება მანევრირებადი რაკეტების დარტყმის თავიდან ასაცილებლად.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანია ახლა მხარს დაუჭერს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს პოლონეთში Patriot–ის დახმარებით, არის, რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება, გადავიდეს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ნატოს წევრ ქვეყნებში“, - უთხრა ჟურნალისტებს ორშაბათს ბუნდესვერის პოლკოვნიკმა იორგ სივერსმა, რომელიც მეთაურობს გერმანიის ქვედანაყოფს პოლონეთში.
მან ხაზი გაუსვა სისტემის თავდაცვით ხასიათს და დასძინა, რომ პოლონეთში ასევე ბრიტანეთის და აშშ-ის ჯარები არიან განლაგებული.
პოლონეთისთვის სამი Patriot–ებისმიწოდების გადაწყვეტილება, სამხედროებთან ერთად, რომლებიც ამ სისტემებს მართავენ, გერმანიამ მიიღო 2022 წლის ნოემბერში სოფელ პრჟევოდოვში მომხდარი მოვლენების შემდეგ.
უკრაინაზე რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად რაკეტის ფრაგმენტები პოლონეთში ჩავარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2023 წლის იანვარში ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანია, შეერთებული შტატების შემდეგ, უკრაინას Patriot –ის სისტემის ერთ ბატარეას მიაწვდის.