Accentnews.ge
FBI-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს რუს ოლიგარქთან კავშირების გამო - ABC News

FBI-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს რუს ოლიგარქთან კავშირების გამო - ABC News

23/01/2023 17:26:01 მსოფლიო

FBI-ს ყოფილი მაღალჩინოსანი რუს ოლიგარქთან კავშირების გამო დააკავეს,– იუწყება ABC News-ს წყაროებზე დაყდნობით.

საუბარია ჩარლზ მაკგონიგალზე, რომელიც FBI-ს ნიუ-იორკის ფილიალში კონტრდაზვერვაზე პასუხისმგებელი სპეციალური აგენტი იყო. ის დააკავეს რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან კავშირების გამო, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა და შარშან სანქციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

მაკგონიგალი FBI-დან 2018 წელს წავიდა. ის დააკავეს შაბათს, ნაშუადღევს კენედის აეროპორტში ჩასვლისთანავე შრი-ლანკაში მოგზაურობის შემდეგ,– აცხადებენ წყაროები.

მაკგონიგალს ბრალი ედება აშშ-ის სანქციების დარღვევა დერიპასკას სანქციების სიიდან ამოღების მცდელობით.

დერიპასკას აშშ-ის სანქციების ქვეშ 2018 წლიდანაა. 2021 წელს FBI-მ ჩხრეკა ჩაატარა მის სახლებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. მაკგონიგალი მონაწილეობდა გამოძიებაში.

მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობა სწავლობდა მაკგონიგალის საქმიან ურთიერთობას ოლეგ დერიპასკას მთავარ თანაშემწესთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S