
ნიდერლანდებიდან პოლონეთში რვა გამანადგურებელი ჩაფრინდება
23/01/2023 16:45:51 ევროპა
ნიდერლანდების საჰაერო ძალების რვა F-35–ის საბრძოლო თვითმფრინავი ამ კვირის ბოლოს პოლონეთში გაფრინდება ნატოს საჰაერო სივრცის დასაცავად, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.
როგორც განიმარტა, თებერვალსა და მარტში ოთხი F-36 გაემგზავრება მალბორკის საჰაერო ბაზაზე პოლონეთის ქალაქ გდანსკის მახლობლად, რათა მონაწილეობა მიიღოს აღმოსავლეთ ევროპის თავზე ალიანსის საჰაერო სივრცის დაცვის პროგრამაში. დანარჩენი ოთხი F-35 გაემგზავრება იმავე პოლონეთის საჰაერო ბაზაზე ნატოს მოკავშირეებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, „რათა გააუმჯობესონ თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნებს შორის და უპასუხონ რუსეთის ქმედებებს“.
ჯამში, თითქმის 200 ჰოლანდიელი ჯარისკაცი გაემგზავრება პოლონეთში.
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში რვა F-35 გამანადგურებლის გაგზავნა არ არის დაკავშირებული უკრაინისთვის F-16-ების შესაძლო მიწოდებასთან, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ განაცხად საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუსტრამ.
ნატოს საჰაერო სივრცის დასაცავად ალიანსის AWACS-ის სადამკვირვებლო თვითმფრინავები ასევე განლაგდება რუმინეთში.