
მოლდოვა ქვეყნის ყველა საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო წვრთნებს აანონსებს
23/01/2023 16:29:15 ევროპა
24 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით მოლდოვას ეროვნული არმიის ყველა საწვრთნელ ბაზაზე წვრთნები ჩატარდება, რომელშიც 400-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას,– განაცხადა ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ დაგეგმილი წვრთნები ეროვნული არმიის სამხედრო ტექნიკის გამოყენებით ჩატარდება და ყველა სასწავლო მოედანი გამოიყენება წვრთნებისთვის.
„სწავლების მიზანია ყველა სამხედრო მოსამსახურის - როგორც წვევამდელების, ისე საკონტრაქტო ჯარისკაცების – შესაძლებლობებისა და პრაქტიკული უნარების შეფასება“, - აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს გეგმის მიხედვით, სამხედროებს მოუწევთ სამხედრო ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა დავალების შესრულება, პირველადი დახმარების გაწევა და მოქმედებების დამუშავება ქიმიური შეტევის პირობებში.
ამასთან, სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნები ტარდება 2023 წლის ეროვნული არმიის მომზადების გეგმის შესაბამისად და არ უკავშირდება რეგიონში არსებულ მდგომარეობას – უკრაინის ომს.
„წვრთნების დროს სამხედრო მანქანების კოლონები ეროვნულ გზებზე იმოძრავებენ ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში. ამასთან დაკავშირებით ვთხოვთ მოქალაქეებს, სამხედრო ტექნიკის გადაადგილების თემაზე ნუ დაკავდებიან სპეკულაციებით“, - გამოვიდა გაფრთხილებით თავდაის სამინისტრო.