
ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდა
23/01/2023 16:17:08 ევროპა
ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდა.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას დაეთანხმა უნგრეთიც, რომელმაც მანამდე პაკეტი დაბლოკა, თუმცა ოფიციალურმა ბუდაპეშტმა, უფრო მეტ სანქციებთან, განსაკუთრებით ისეთთან, რომელიც მის რუსეთთან ბირთვულ ენერგიაში თანამშრომლობას შეზღუდავს, საკუთარი წინააღმდეგობა დააფიქსირა.
როგორც „როიტერი“ წერს, ასევე, დამტკიცდა დამატებით 45 მილიონი ევრო უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიის არალეტალური აღჭურვილობისთვის.
გადაწყვეტილება მეშვიდე ტრანშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27 საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეი მიიღეს.