
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კვლავ ტინი კოქსი აირჩიეს
23/01/2023 14:07:32 ევროპა
ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ტინი კოქსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტად უკვე მეორედ აირჩიეს.
PACE-ის ზამთრის სესიაზე, რომელიც დღეს დაიწყო, კოქსმა 175 ხმა მიიღო, ხოლო პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, უკრაინელმა დეპუტატმა ალექსანდრ მერეჟკომ 44 ხმა მოიპოვა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 23-27 იანვარს იმართება.