Accentnews.ge
პოლონეთმა უკრაინისთვის ტანკების ბერლინის ნებართვის გარეშე გადაცემის პირობა დაასახელა

პოლონეთმა უკრაინისთვის ტანკების ბერლინის ნებართვის გარეშე გადაცემის პირობა დაასახელა

23/01/2023 14:03:45 ევროპა

პოლონეთმა შესაძლოა, Leopard 2 ტანკები გადასცეს უკრაინას კოალიციის შემადგენლობაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბერლინი თანხმობას არ გასცემს მისი წარმოების ამ მოდელის ტანკის რეექსპორტზე, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ– მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 23 იანვარს.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, რომლის უბიძგებს მოკავშირეებს, რომლებსაც აქვთ Leopard 2-ები, გაგზავნონ ისინი უკრაინაში, თქვა, რომ ბერლინთან შეთანხმებას "მეორადი მნიშვნელობა აქვს", რადგან ვარშავა უფრო დაინტერესებულია ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევით.

„მსგავს ნებართვას მოვითხოვთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ ნებართვას… მაინც გადავიტანთ ჩვენს ტანკებს სხვებთან ერთად უკრაინაში“, - განუცხადა მორავიეცკიმ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პოლონეთის „პირობაა ქვეყნების მცირე კოალიციის შექმნა“.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა გერმანიის პოზიცია უკრაინისთვის ტანკების არმიწოდებაზე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა ბერლინს ნებართვისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S