ФСБ –მ კავკასიაში უკრაინელი „ტერორისტ–აგენტის“ დაკავების შესახებ განაცხადა

23-01-2023 17:39:32 კავკასია

რუსეთის ФСБ „უკრაინის აგენტ–ტერორისტის“ დაკავების შესახებ იუწყება და ირწმუნება, რომ „ნაციონალისტს, მეტსახელად „ალეხანდროს“ უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ რაიონში ტერაქტი უნდა განეხორციელებინა“.

როგორც იუწყებიან, დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ტერაქტის მომზადების ფაქტზე“ აღიძრა.

ФСБ ირწმუნება, რომ ჩხრეკისას აღმოაჩინეს "ტერორისთვის მომზადებული საშუალებები" და რომ დაკითხვის დროს დაკავებულმა „დანაშაული აღიარა“.

მოგვიანებით ФСБ–ში განაცხადეს, რომ „დაკავებული პოლიციელების წინააღმდეგ ამზადებდა ტერორისტულ აქტს.

კავკასიაში ტერორისტული აქტის პრევენციის შესახებ ФСБ–მ 30 დეკემბერსაც გაავრცელა. მაშინ სპეცსამსახური იუწყებოდა უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელიც რუსეთში "შრომითი მიგრაციის არხით" ჩავიდა. ამტკიცებდნენ, რომ დაკავებულს „ჩამოართვეს „ტერორისთვის მომზადებული საშუალებები“ და რომ აღიარა, თითქოს „ტერორისტულ თავდასხმას უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით ამზადებდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები