Accentnews.ge
პირველადი შეფასებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიამ 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა დააზიანა

პირველადი შეფასებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიამ 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა დააზიანა

23/01/2023 12:13:43 საზოგადოება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პირველადი შეფასებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა დაზიანდა.

„საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზარალის ასანაზღაურებლად დამატებით თანხა გამოიყოს. ჯამში, გამოყოფილი თანხა 20 მილიონ ლარს შეადგენს. ეს თანხა განკუთვნილი იქნება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისთვის. პირველადი შეფასებით, ეს არის, დაახლოებით, 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა-ნაგებობა. თანხა უკვე გამოყოფილია, რაც ნიშნავს, რომ ეს სამუშაოები უკვე დაიწყება იმისდა მიხედვით, რომელ რეგიონს რა ზიანი მიადგა. თანხის ოდენობა, 20 000 000 ლარი, წინასწარი შეფასებაა. ამ ეტაპზე, აღნიშნული თანხა სრულად ჰყოფნის იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მიყენებულ ზიანს. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დაფინანსება საჭირო გახდება, ბუნებრივია, ეს მიმდინარე სამუშაო პროცესში დაკორექტირდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არაერთი საცხოვრებელი სახლი და საჯარო დაწესებულება დააზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S