Accentnews.ge
ალი ერბაში: შევეცდებით ნაბიჯების გადადგმას არა მხოლოდ შვედეთში ყურანის დაწვის საპასუხოდ, არამედ ევროპაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგაც

ალი ერბაში: შევეცდებით ნაბიჯების გადადგმას არა მხოლოდ შვედეთში ყურანის დაწვის საპასუხოდ, არამედ ევროპაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგაც

23/01/2023 10:30:40 მსოფლიო

"თურქეთის რელიგიურ საკითხთა სამმართველო 120 ქვეყანაში თავისი ოფისების მეშვეობით გეგმავს, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან პროვოკაციული ქმედებების დროს წმინდა ყურანის დაწვის ინციდენტთან დაკავშირებით სარჩელის შეტანას", - ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე სამმართველოს ხელმძღვანელმა ალი ერბაშმა განაცხადა.

„ოთხშაბათს ვგეგმავთ შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ შევეცდებით ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას არა მხოლოდ შვედეთში ყურანის დაწვის აღმაშფოთებელი ინციდენტის საპასუხოდ, არამედ ევროპის ქვეყნებში მუსლიმთა უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ისლამოფობიის საფუძველზე“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, "წინა დღეს რელიგიის საკითხთა დეპარტამენტში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა დეპარტამენტის უფროსებისა და დეპარტამენტების უფროსის მოადგილეების მონაწილეობით".

ერბაშმა განაცხადა, რომ სწორედ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა სასამართლოში საჩივრის გაგზავნა.

„120 ქვეყნის დეპარტამენტების ოფისები სასამართლოებს მიმართავენ. წერილები ასევე გაიგზავნება სხვადასხვა უფლებამოსილ სტრუქტურებში. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ისეთ პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც არამარტო ყურანს, არამედ მეჩეთებსაც შეურაცხყოფს“, - განაცხადა მან.

აქცია შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, თურქეთში საელჩოს მახლობლად გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის რასმუს პალუდანის მიერ. ღონისძიების მიზნად თურქეთში შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლა იყო გამოცხადებული. აქციის მსვლელობისას პალუდანმა ცეცხლი წაუკიდა ყურანის ასლს.

თურქეთმა ოფიციალურად დაგმო ეს ქმედება და გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ანკარაში და ასევე დაადანაშაულა სტოკჰოლმი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ადრინდელი შეთანხმებების დარღვევაში. პოლ იონსონი ანაკარში ვიზიტის დროს გეგმავდა, კიდევ ერთხელ ეცადა, დაერწმუნებინა თურქეთი, მოეხსნა დაბრკოლება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ცხნობისთვის, თურქეთსა და უნგრეთს ამ დრომდე არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი.

ულტრამემარჯვენე აქტივისტების მიერ ყურანის დაწვა ასევე გააკრიტიკა ბევრმა სხვა მუსულმანურმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, იორდანიამ, ირანმა და ქუვეითმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს მის ყველა გამოვლინებას. პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თანაგრძნობა გამოხატა სტოკჰოლმში მომხდარით განაწყენებული ყველა მუსლიმის მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S