Accentnews.ge
24 თებერვალს სოლიდარობის აქცია გაიმართება

24 თებერვალს სოლიდარობის აქცია გაიმართება

23/01/2023 10:04:54 პოლიტიკა, საზოგადოება

„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა, აქტივისტებმა და საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

ისინი თბილისის პირველი გიმნაზიის წინ შეიკრიბნენ და საზოგადოებას მოძრაობის მიზნები გააცნეს:

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით.

ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ.

მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა, რომ დროა, საზოგადოება გააქტიურდეს:

„არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ვაპირებ, მაგრამ მე ვეკუთვნი ქართულ საზოგადოებას, საქართველოს. დღეს რეალობა არის ის, რომ ქვეყანას ვკარგავთ, პირდაპირ ვბარდებით რუსეთს და რუსეთთან ურთიერთობა სიბნელესთან ურთიერთობაა.

… სირცხვილის გრძნობა ხომ არ დავკარგეთ ხალხნო?! თუ ჩვენ დღეს ჩავბარდებით რუსეთს და ხმას არ ამოვიღებთ, სამარადჟამოდ სირცხვილში ვიქნებით. უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ მომავალთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ვარ აქ და სწორედ ამიტომ უნდა გავაქტიურდეთ. ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით, ძალიან გთხოვთ!“.

დროას განცხადებაში წერია: "24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, გავერთიანდებით და კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერას გამოვუცხადებთ თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის მებრძოლ გმირებს...

ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება ლაჩრულ, უღირს პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. რუსეთი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაგვყოს, დაგვქსაქსოს. ჩვენი ამოცანაა, გაერთიანება და კონსოლიდაცია. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ბოროტების იმპერიის მხარეს მყოფი ხელისუფლება და მისი რუსული დანაყოფები. 24 თებერვალს დავიწყოთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე - ევროპულ, თავისუფალ, მშვიდობიან, დაცულ საქართველომდე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S