Accentnews.ge
პუტინის  რეზიდენციასთან  საზენიტო კომპლექი "Pantsir-S1" განათავეს

პუტინის  რეზიდენციასთან  საზენიტო კომპლექი "Pantsir-S1" განათავეს

23/01/2023 09:21:20 მსოფლიო

ნოვგოროდის რეგიონის სოფელ იასჩეროვოში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვალდაიას რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში საზენიტო კომპლექსი Pantsir-S1 დაამონტაჟეს,– იუწყება სააგენტო „აგენსტვო“.

კომპლექსის ფოტო რედაქციას ქალაქ ვალდაის მცხოვრებმა გაუგზავნა. მისი თქმით, ის დასახლებაში „რამდენიმე კვირის წინ“ გამოჩნდა. ინფორმაცია გამოცმას იაშჩეროვოსა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებმა დაუდასტურეს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, „კომპლექსი უმოქმედოდ არ დგას –ის საბრძოლო მოვალეობას ასრულებს, სულ მცირე სამი სამხედრო მოსამსახურე მუდმივად ახლოს არის, რადარის ანტენა ბრუნავს“.

გამოცმა განმარტავს, რომ იაშეროვო არის პუტინის რეზიდენციასთან ახლომდებარე ორი სოფლიდან ერთ-ერთი. ამ ტერიტორიაზე არ არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტრატეგიული ობიექტები, დიდი საწარმოები ან სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის დიდი კონცენტრაცია.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Pantsir-S1 კომპლექსი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე დამონტაჟდა. კიდევ ერთი საზენიტო კომპლექსი ნახეს მოსკოვის ცენტრში, ტეტერინსკის შესახვევში, საოფისე შენობის სახურავზე.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის სიღრმეში მდებარე სტარტეგიულ სამხედრო აეროდრომებზე რამდენჯერმე განხორციელდა დრონებით თავდასხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S