Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის ყირიმზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ

აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის ყირიმზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ

23/01/2023 07:18:58 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში უნდა გაგზავნოს M1 Abrams-ის ერთი ტანკი მაინც, რომ აიძულოს გერმანია, მიაწოდოს საკუთარი ტანკები უკრაინას, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. კიევს ასევე სჭირდება შორი მანძილის ATACMS რაკეტები დარტყმებისთვის, მათ შორის ყირიმში,– ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ვაპირებთ M1 Abrams-ის ტანკების მიწოდებას, ერთის მაინც... გავიგე, რომ გერმანია ელოდება ჩვენს ინიციატივას. მაშინ ისინი მიაწვდიან Leopard–ის ტანკებს. დაახლოებით 10 ქვეყანაა, რომლებსაც აქვთ Leopard–ის ტანკები, მაგრამ მათ სჭირდებათ გერმანიის თანხმობა“, - თქვა მაკკოლმა.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა M1 Abrams-ის ერთი ტანკის მიწოდება უკრაინისთვის გერმანიის დასაყოლიებლად, მაკკოლმა უპასუხა: „თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ვაპირებთ M1 Abrams-ის ტანკების მიწოდებას, ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გერმანიამ „გაათავისუფლოს“ თავისი Leopard–ები“.

„რუსული ზამთრის შეტევა იქნება. უკრაინელებს ეს ტანკები სჭირდებათ დონბასში, აღმოსავლეთ ფლანგზე. მათ ასევე სჭირდებათ ATGM-ები, უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია ყირიმზე დასარტყმელად, სადაც ირანული დრონებია განთავსებული“, - თქვა მან.

მანამდე ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი უკრაინისთვის ტანკების და შორი მოქმედების რაკეტების გადაცემის მოწოდებით გამოვიდა.

უკრაინისთვის მიწოდებული HIMARS სისტემები სამიზნეებს 80 კმ-მდე მანძილზე ანადგურებენ. რაკეტები ხელმძღვანელობენ GPS–ით, რაც ზუსტი დარტყმების საშუალებას იძლევა, მათ შორის, ღამით. ამ სისტემების გამოჩენამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთის ჯარს ფრონტზე, აღნიშნავენ ექსპერტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S