
გრეტა ტუნბერგმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ფულად ჯილდოზე უარი განაცხადა
30/10/2019 12:10:08 სხვა, მსოფლიო
აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ფულად ჯილდოზე უარი განაცხადა.
ჩრდილოეთის საბჭოს სირდა, გრეტა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის 36 000 ევროთი დაეჯილდოვებინა.
“კლიმატის მოძრაობას აღარ სჭირდება ჯილდოები“, – განაცხადა გრეტამ და საბჭოს მადლობა გადაუხადა.
თუნბერგი 2019 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების ფავორიტი იყო, თუმცა, გამარჯვებული ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი გახდა.
ცოტა ხნის წინ თუნბერგი გაერო–ში სიტყვითაც გამოვიდა და პოლიტიკოსებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირით ძალისხმევის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
იხილეთ ასევე: ვინ არის 16 წლის გრეტა ტუნბერგი