Accentnews.ge
იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტს განიხილავს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტს განიხილავს

22/01/2023 09:43:44 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა თებერვალში უკრაინაში ვიზიტს და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვას განიხილავს. ამის შესახებ იაპონური მედია რამდენიმე სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის (G7)“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს აჩვენოს, რომ აპირებს უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინაში კიშიდას შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S