Accentnews.ge
ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა

ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა

21/01/2023 17:05:14 მსოფლიო

„შექმნილ ვითარებაში ანკარამ გადაწყვიტა, გააუქმოს შვედი მინისტრის ვიზიტი“, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოფიციალური ანკარას უკმაყოფილება სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან დაგეგმილმა აქციამ გამოიწვია, რომლის გამართვის ნებართვა შვედეთის მთავრობამ გასცა.

საპროტესტო აქცია სტოკჰოლმში მემარჯვენე ექსტრემისტმა, რასმუს პალუდანმა უნდა გამართოს. მან განაცხადა, რომ აქციის დრო ყურანის დაწვას აპირებს.

პოლ იონსონი ანაკარში ვიზიტის დროს გეგმავდა, კიდევ ერთხელ ეცადა, დაერწმუნებინა თურქეთი, მოეხსნა დაბრკოლება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების გზაზე.

ცხნობისთვის, თურქეთსა და უნგრეთს ამ დრომდე არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S