"ბოლო თვეებში რუსეთის დანაკარგები უკრაინასთან ომში მნიშვნელოვნად გაიზარდა"
21/01/2023 16:57:18 მსოფლიო
აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის შტაბის მეთაურის თქმით, ბოლო თვეებში რუსეთის დანაკარგები უკრაინასთან ომში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე 100 ათასი.
ამის შესახებ მარკ მილიმ რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ბოლოს, როდესაც საჯაროდ ვისაუბრე ამ თემაზე, ვთქვი, რომ რუსეთის დანაკარგები 100 ათასს აღემატებოდა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ დანაკარგები გაცილებით აღემატება 100 ათასს. რუსებს ცოცხალ ძალაში კოლოსალური დანაკარგები აქვთ. საუბარია როგორც რეგულარ არმიაზე, ასევე ვაგნერის დაქირავებულებზეც",- განაცხადა მილიმ.
მილის მიერ მოყვანილი რიცხვი გულისხმობს მოკლულების, დაჭრილების და გარკვეულ შემთხვევებში დეზერტირების ჯამურ რაოდენობას.


