Accentnews.ge
აშშ-ის საზღვაო ფლოტის ყოფილი სამხედრო უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპა

აშშ-ის საზღვაო ფლოტის ყოფილი სამხედრო უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპა

21/01/2023 10:49:57 მსოფლიო

აშშ-ის საზღვაო ფლოტის ყოფილი სამხედრო უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დანიელ სვიფტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, უკრაინის ტერიტორიული მთლიაონის დასაცავად იბრძოდა. ამის შესახებ გამოცემა Time იტყობინება.

CNN, აშშ-ს საზღვაო ძალების სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ სვიფტი საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსს 2005 წელს შეუერთდა. ერაყსა და ავღანეთში სამხედრო მისიებში მონაწილეობისთვის მან მიიღო ჯილდოები. 2019 წლიდან კი ის ასშშ-ის საზღვაო ფლოტში აღარ ირიცხება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაადასტურა სვიფტის ვინაობა, მაგრამ აღიარა ამერიკის მოქალაქის გარდაცვალება.

მარტის დასაწყისში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 20 000 უცხოელი 50-ზე მეტი ქვეყნიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა. უკრაინული მხარე ოფიციალურად არ აკონკრეტებს, რამდენი უცხოელი იბრძვის ახლა.

The Washington Post-ის ბოლო მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისისთვის უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში შეიძლება ერთიდან სამ ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S