Accentnews.ge
გერმანია უკრაინას 1,08 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

გერმანია უკრაინას 1,08 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

20/01/2023 21:03:34 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის ახლად დანიშნულმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას 1,08 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოუყოფის.

ამის შესახებ პისტორიუსმა განცხადება გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.

ინფორმაცია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, თუმცა სპიკერმა არ დააკონკრეტა დეტალები, თუ რას მოიცავს დახმარების პაკეტი.

ცნობისთვის: NATO-ს ზოგიერთი წევრის იმედგაცრუებამ გერმანიის მიმართ გააძლიერა ნარატივი, რომ ბერლინი უფრო ნელია ვიდრე მისი დასავლელი კოლეგები უკრაინისთვის მხარდაჭერის შეთავაზებაში.

გერმანიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ დასავლელ მოკავშირეებთან უკრაინაში Leopard 2-ის ტანკების გაგზავნაზე და მოუწოდა აშშ-ს საკუთარი M1 Abrams ტანკები გაეგზავნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S